ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი – ისე, როგორც სიმონ დე ბოვუარი და ჟან-პოლ სარტრი

დასჩემებია: „ისე, როგორც სიმონ დე ბოვუარი და ჟან-პოლ სარტრი“. სარტრისა და ბოვუარის მთელი ნააზრევიდან ცნებები - შფოთი, თავისუფლება, არჩევანი და რთული ტერმინი „განუხორციელებელი საჭირო“ დაემახსოვრებინა. პროვინციელ თანაკურსელთან სამთვიანი თანაცხოვრება მისი პირველი გამოცდილება იყო, მერე კი თანდათან გააცნობიერა, უსახლკარობის გამო რომ შეჰკედლებოდა. ყველა მამაკაცთან, ვისაც კი გაიცნობდა, თავისუფალი, მაგრამ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული იდეალური ცოლქმრული ცხოვრების შესახებ საუბრობდა. ახლა, როცა ყოველ ღამით ქუჩის პირას დგება, რათა მანქანათა ნაკადში, მის წინ რომ აჩერებენ, ვინმე ამოირჩიოს, საკუთარ თავს ეუბნება: „ეგებ მას ესმოდეს პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული თავისუფალი ცოლქმრული ცხოვრების აზრი.“

სპარსულიდან თარგმნა გიორგი ჯგერენაიამ