ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ვიქტორ ფრანკლი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - როგორც სიმონ დე ბოვუარი და ჟან-პოლ სარტრი

გაიძახოდა, როგორც სიმონ დე ბოვუარი და ჟან-პოლ სარტრიო. ბოვუარის და სარტრის ნააზრევიდან სიტყვები: შფოთვა, არჩევანი, პასუხისმგებლობა და დამთრგუნველი გამოთქმა - „შეუძლებელი აუცილებლობა“ ესწავლა. მისი პირველი გამოცდილება პროვინციელ თანაკურსელთან სამთვიანი თანაცხოვრება იყო. მერე და მერე მიხვდა, რომ მასთან უსახლკარობამ მიიყვანა. ყველა მამაკაცს, ვისაც გაიცნობდა, თავისუფალი ქორწინების იდეალზე ესაუბრებოდა, რომელსაც პასუხიმგებლობა ახლავს. ახლა ყოველ ღამით, როცა გზის პირას დგება და იმ უამრავ ავტომობილს შორის, მის წინ რომ ჩერდება, ცდილობს, ერთი ამოარჩიოს, თავისთვის ფიქრობს: „იქნებ ამან გაიგოს არსი თავისუფალი ქორწინებისა, თან რომ პასუხიმგებლობა ახლავს.“

სპარსულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ