ილზე აიჰინგერი
December 6, 2020
ილზე აიხინგერი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

დიურენმატი

Friedrich Dürrenmatt- Der Auftrag oder Vom Beobachten des Beobachters der Beobachter

როდესაც ოტო ფონ ლამბერტს პოლიციამ შეატყობინა, თქვენი მეუღლე ალ-ჰაკიმის ნანგრევებზე გაუპატიურებული და გარდაცვლილი ვიპოვეთო, თან დამნაშავის კვალს ჯერ ვერ მოვაგენითო, ფსიქიატრმა, რომელსაც ტერორიზმზე წიგნით მოეხვეჭა სახელი, გვამი ვერტმფრენით ხმელთაშუა ზღვაზე გადმოასვენებინა, ხოლო კუბო, რომელშიც ქალი იწვა, მასზე ბაგირით დაეკიდებინათ, მანაც ხან მზით გაცისკროვნებულ ველებს გადაუფრინა, ხანაც ღრუბლებში ილივლივა, ამას ალპებში ქარბუქი და შემდეგ თავსხმა წვიმაც მოჰყვა, საბოლოოდ კი კუბო სამგლოვიარო პროცესიით გარშემორტყმულ, მისთვის განკუთვნილ ღია სამარეში, რომელიც უმალ ამოივსო, მსუბუქად ჩაეშვა, რა დროსაც ფონ ლამბერტმა, რომელსაც წვიმის მიუხედავად ქოლგა დაეკეცა, სწრაფად შეათვალიერა ქალბატონი ფ., რომელიც ასევე იღებდა პროცედურას, და ის თავის ჯგუფთან ერთად იმავე საღამოს სახლში მიიპატიჟა, რადგან მისთვის ერთი დავალება ჰქონდა, რომელიც გადადებას არ ექვემდებარებოდა.

გერმანულიდან თარგმნა ანა ბარიხაშვილმა