ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები
ძვირფასო ნორმა,
სან ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. ამ ნაშუადღევს დედას ვესტუმრე. საათნახევარი დაკლაკნილი გზით ვიმგზავრე. დედას მდგომარეობა ისეთივე ცუდია, როგორსაც ვვარაუდობდი, შეიძლება ითქვას - უარესიც. ჯოხის გარეშე ვერ გადაადგილდება. თუ დადის, ისიც ძალიან ნელა. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან დაბრუნდა, კიბეზე ვეღარ ადის. სასტუმრო ოთახში, დივანზე სძინავს. უნდოდა, საწოლი დაბლა ჩამოეტანა, მაგრამ მუშებმა უთხრეს, ისეა გაკეთებული, სანამ ნაწილებად არ დავშლით, ადგილიდან ვერ დავძრავთო (პენელოპეს არ ჰქონდა ასეთი საწოლი? ჰომეროსის პენელოპეს). წიგნები და საწერი ფურცლებიც მეორე სართულზეა. დაბლა მათთვის ადგილი აღარ არის დარჩენილი. გაღიზიანებულია. ამბობს, რომ თავის მაგიდასთან უნდა დაბრუნება, მაგრამ არ შეუძლია. იქ ერთი კაცია, პაბლო ჰქვია, ბაღის მოვლაში ეხმარება. დედას ვკითხე, საყიდლებზე ვინ იყო პასუხისმგებელი. მიპასუხა, პურით, ყველით და ბაღში მოყვანილი საკვებით გამაქვს თავი და მეტი არც არაფერი მჭირდებაო. ვუთხარი, ხომ არ ჯობდა, სოფლიდან ერთი ქალი მოეყვანა. მოვიდოდა, სახლს დაულაგებდა და საჭმელსაც მოუმზადებდა. არ სურდა ამის გაგონება. სოფლიდან არავის ვიცნობო, მითხრა. აბა, პაბლო ვინ არის, განა იმ სოფელში არ ცხოვრობს-მეთქი? - ვკითხე. მიპასუხა, რომ პაბლოზე თავადაა პასუხისმგებელი და მისი ადგილი იმ სოფელში არ არის.
როგორც შევამჩნიე, პაბლოს სამზარეულოში სძინავს ხოლმე. თითქოს აზროვნება უჭირს. მგონი შტერია, ჭკუასუსტი. მთავარ საკითხზე ჯერ არ დავლაპარაკებივარ. მინდოდა, მაგრამ საამისოდ გამბედაობა არ მეყო. ხვალ ვიზამ, როდესაც ვნახავ. ვერ ვიტყვი, რომ რამის იმედი მაქვს. ბოლო დღეებია, ცივად მექცევა. ვგრძნობ, რომ ხვდება, რისთვისაც მოვედი მასთან. კარგად გამოიძინე. ბავშვებს ჩემ მაგივრად მიესიყვარულე.
ჯონი.

- დედა, შეიძლება შენი საცხოვრებელი სიტუაცია განვიხილოთ? მომავალზე ვისაუბროთ?
დედამისს სიტყვა არ დაუძრავს. მყარ, ძველ სავარძელში იჯდა. ეჭვგარეშეა, იმავე დურგლის გაკეთებული იყო, რომელმაც ის საწოლი ააწყო, ადგილიდან რომ ვერ დაძრეს.
- უნდა იცოდე, მე და ჰელენი შენზე ვღელავთ. ცუდად დაეცი და დროის საკითხია, მომავალში კიდევ რა მოხდება. ბერდები, სოფელში, თანაც ისეთ სახლში, რომელსაც დამრეცი კიბე აქვს, მარტო ცხოვრობ და მეზობლებთანაც არ გაქვს კარგი ურთიერთობა. გულწრფელად გეუბნები, ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებ.
- მარტო არ ვცხოვრობ, - თქვა დედამისმა, - პაბლო მყავს. შემიძლია პაბლოს იმედი მქონდეს.
- მართალია, პაბლო შენთან ცხოვრობს. მაგრამ გაჭირვების დროს მართლა პაბლოს იმედად იქნები? წინა ჯერზე რამენაირად დაგეხმარა პაბლო? საავადმყოფოში რომ არ დაგერეკა, ახლა სად იქნებოდი? - ამოუშვა თუ არა პირიდან სიტყვები, მაშინვე გაიაზრა, რომ შეცდომა დაუშვა.
- სად ვიქნებოდი? - ჰკითხა დედამისმა. - პასუხი ისედაც იცი, რაღატო მეკითები? სავარაუდოდ, მიწის ქვეშ, ჭიაყელების მიერ შეჭმული. ესაა ის, რაც უნდა მეთქვა?
- დედა, გთხოვ, გონებას მოუხმე. ჰელენი ეძებდა და სადაც ცხოვრობს, იქიდან არც ისე შორს ორი ადგილი იპოვა. მეც და ჰელენსაც გვჯერა, რომ იქ კარგად მოგხედავენ და თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. შეიძლება უფრო მეტი მოგიყვე მათ შესახებ?
- ორი ადგილი? და ადგილში რაღაც თავშესაფარს ხომ არ გულისხმობ? თავშესაფარში ვიგრძნობ თავს ისე, თითქოს სახლში ვარ?
- დედა, რაც გინდა, ის დაუძახე. თუ გინდა, ჰელენს დასცინე ან მე ამიგდე მასხრად, მაგრამ ეს ფაქტს - ცხოვრებისეულ ფაქტს - არ ცვლის. ერთი სერიოზული უსიამოვნება უკვე გადაგხდა თავს, რომლის შედეგსაც უკვე იმკი. შენი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება. პირიქით, სავარაუდოდ, უფრო გაუარესდება. გიფიქრია მაინც, როგორი იქნება ამ მიყრუებულ სოფელში პაბლოს იმედად ყოფნა? გიფიქრია, მე და ჰელენი როგორ ვიგრძნობთ თავს, როდესავ გვეცოდინება, რომ მოვლა გჭირდება, მაგრამ ვერ ვიზრუნებთ შენზე? ყოველ შაბათ-კვირას ათასობით კილომეტრს ვერ გამოვივლით, ასე არაა?
- ამას არც გთხოვთ.
- არ გვთხოვ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვქნათ. ასე იქცევიან, როდესაც უყვართ. ამიტომ ძალიან გთხოვ, პატივი დამდე და მომისმინე, რა შემოთავაზება მაქვს შენთვის. ხვალ ან ზეგ, თუნდაც მაზეგ, მე და შენ აქაურობას დავტოვებთ და ნიცაში, ჰელენთან გავემგზავრებით. სანამ წავალთ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და გჭირდება, ყველაფერის ჩალაგებაში დაგეხმარები. ყუთებში ჩავაწყობთ და როდესაც ახალ ადგილას დასახლდები, გამოგიგზავნით. ნიციდან მე და ჰელენი იმ ორი სახლის სანახავად წაგიყვანთ, რომელებიც წეღან ვახსენე. ერთი ანტიბშია, მეორე -გრასსთან ახლოს. შეგიძლია მოინახულო და თავად ნახო, რას იგრძნობ. არ გვინდა, შენზე რაიმე სახის ზეგავლენა მოვახდინოთ. თუ არცერთი მოგეწონება, სანამ ახალ ადგილს ვიპოვით, შეგიძლია ჰელენთან დარჩე. დრო საკმარისად გვაქვს. უბრალოდ, გვინდა, რომ ბედნიერი იყო. ამ ყველაფრის მიზანი შენი ბედნიერება და უსაფრთხოებაა. გვინდა, დავრწმუნდეთ, თუ რამე უსიამოვნება შეგემთხვევა, ვიღაც დაგეხმარება და მოგივლის. ვიცი, რომ თავშესაფრები არ გიზიდავს, დედა. მე და ჰელენსაც არ მოგვწონს. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც არჩევანის გაკეთება გვიწევს. ან ის უნდა ავირჩიოთ, რაც ჩვენ გვსურს, ან ის, რაც ჩვენთვისაა კარგი. ერთ მხარეს დამოუკიდებლობაა, მეორე მხარეს - უსაფრთხოება. აქ, ესპანეთში, ამ სოფელში, ამ სახლში არანაირი უსაფრთოება არ არის. ვიცი, რომ არ დამეთანხმები, მაგრამ ეს სასტიკი რეალობაა. შეიძლება ავად გახდე და ამის შესახებ ვერავინ გაიგოს. შეიძლება ისევ დაეცე და გონებადაკარგული მიწაზე ეგდო, ანდაც კიდურები მოიტეხო. შეიძლება მოკვდე. დედამისმა ხელი აიქნია, თითქოს ამის მოხდენის შესაძლებლობას უარყოფსო.
- ის ადგილები, რომელებსაც მე და ჰელენი გთავაზობთ, სულაც არ ჰგავს იმ თავშესაფრებს, ძველ დროს რომ იყო. მშვენივრადაა დაპროექტებული, შესანიშნავადაა ორგანიზებული და კარგი მეთვალყურეებიც ჰყავთ. საკმაოდ ძვირიცაა, რადგან კლიენტისთვის არაფერი ენანებათ. შენ იხდი, ისინი კი სანაცვლოდ პირველი კლასის მომსახურებას გთავაზობენ. თუ გადასახადი პრობლემაა, მე და ჰელენი სიამოვნებით დაგეხმარებით. შენი პატარა ბინა გექნება. გრასში შეიძლება პატარა ბაღიც გქონდეს. შეგიძლია რესტორანში მიირთვა ხოლმე, ანდაც ბინაში მოატანინო საჭმელი. ორივე ადგილს სპორტდარბაზი და საცურაო აუზი აქვს. ფიზიოთერაპევტებიც ჰყავთ და სამედიცინო პერსონალიც, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წამს დაგეხმარონ. სამოთხესავით არ ჟღერს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ხარ, ეს საუკეთესო არჩევანია.
- ჩემს მდგომარეობაში, - გაიმეორა დედამ, - შენი აზრით, რა მდგომარეობაში ვარ?
კაცმა გაღიზიანებისგან ხელები აიქნია.
- გინდა, რომ ვთქვა? მართლა გინდა, რომ ეს სიტყვები წარმოვთქვა?
- დიახ. მოდი, ცოტა გავივარჯიშოთ, სიმართლე მითხარი.
- სიმართლე ის არის, რომ მოხუცი ქალი ხარ, რომელსაც მოვლა სჭირდება, პაბლოსნაირი კაცი კი ამას ვერ იზამს. დედამისმა თავი გააქნია.
- არა, ეგ სიმართლე არა. სხვა სიმართლე მითხარი. ნამდვილი სიმართლე.
- ნამდვილი სიმართლე?
- ჰო, ნამდვილი სიმართლე.
ძვირფასო ნორმა,
ნამდვილი სიმართლე. აი, რა მომთხოვა, ანდაც იქნებ შემევედრა. როგორც მე, მანაც შესანიშნავად იცოდა, რა იყო ნამდვილი სიმართლე. ამიტომ რთული არ უნდა ყოფილიყო ამ სიტყვების წარმოთქმა. საკმარისად ვიყავი გაბრაზებული, რომ ასეც მოვქცეულიყავი. გაბრაზებული, რადგან მომიწია, ამხელა გზა იმ მოვალეობის მოსახდელად გამომევლო, რომლისთვისაც არც მე და არც ჰელენს მადლობა არ გვეღირსება, ამქვეყნად მაინც. მაგრამ ვერ შევძელი. შენ რომ გწერ, არ მიჭირს, მაგრამ მას პირში ვერ ვუთხარი: ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ კვდები და ცალი ფეხი სამარეში გიდგას. ნამდვილი სიმართლეა, რომ ხვალ იმაზე მეტად უმწეო იქნები, ვიდრე ახლა ხარ. უმწეო იქნები შემდეგ დღესაც, და ასე გაგრძელდება იმ უკანასკნელ დღემდე, როცა უკვე აღარაფრის კეთება შეგეძლება. ნამდვილ სიმართლეს ის წარმოადგენს, რომ არ ხარ იმ მდგომარეობაში, ვინმესთან მოლაპარაკება აწარმოო. ნამდვილია ის სიმართლე, რომ არას ვერ იტყვი. არას ვერც მოწიკწიკე საათს და ვერც სიკვდილს ვერ ეტყვი. როდესაც სიკვდილი გეტყვის, წამოდიო, თავი უნდა დაუკრა და წაჰყვე. უნდა მიიღო. კის თქმა უნდა ისწავლო. როდესაც ვამბობ, დატოვე სახლი, რომელიც საკუთარი ძალით შექმენი ესპანეთში, უკან მოიტოვე ნაცნობი ნივთები, წამოდი და, დიახ, იმ თავშესაფარში იცხოვრე, სადაც გვადელუპელი ექთანი ყოველდღე ჭიქა ფორთოხლის წვენით გაგაღვიძებს და მხიარულად შემოგძახებს, რა მშვენიერი დღეა, არა, ქალბატონო კოსტელოო, წარბს ნუ შეკრავ. ნუ გაჯიუტდები. დამთანხმდი, უბრალოდ დამთანხმდი. თქვი, დიახ, მე თქვენს ხელთ ვარ, კარგად მომიარეთ. ძვირფასო ნორმა, ოდესღაც ჩვენც დაგვიდგება ის დღე, როდესაც სიმართლეს, ნამდვილ სიმართლეს მოვითხოვთ. ამიტომ, შეგვიძლია შევთანხმდეთ? შეგვიძლია პირობა დავდოთ, რომ ერთმანეთს არ მოვატყუებთ? როგორი რთულიც უნდა იყოს ამ სიტყვების წარმოთქმა, მაინც ვიტყვით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. პირიქით, ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად იქნება და გაუარესდება. გაუარესდება იქამდე, სანამ ყველაზე უარესი არ გახდება.
შენი მოსიყვარულე მეუღლე,
ჯონი.
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი გელაშვილმა