ქეთევან ნიკოლაძე
December 6, 2020
მარიამ კვერნაძე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

თინათინ წიკლაური

თინათინ წიკლაური

ირანისტი. დაიბადა 1987 წლის 18 ნოემბერს. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. სწავლობს ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ირანული ფილოლოგიის სპეციალობით. მუშაობს სადოქოტორო დისერტაციაზე „სატირა და იუმორი ფარჰად ჰასანზადეს საყმაწვილო პროზაში“. ქართულ-სპარსულ ჟურნალში „კალამი“ მუშაობის პერიოდში (2012-2014) გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სტატიები, თარგმანები და ინტერვიუები. აღმოსავლურ ჟურნალში „არმაღანი“ დაბეჭდილი აქვს მხატვრული თარგმანები: ფარჰად ჰასანზადე „სავიზიტო ბარათი ბატონი ლომისთვის“ (მარტი, 2018); აბულყასემ ფირდოუსი „ზაალი და სიმორღი“ [ადაპტირებული ვერსია] (დეკემბერი, 2018). ფლობს სპარსულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ელ. ფოსტა: tinanotsiklauri@gmail.com