ებრაჰიმ გოლესთანი
December 6, 2020მოჰამად დეჰყანი
December 6, 2020
ჰოსეინ ფაიანდე - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ლიტერატურისა და თარგმანის კრიტიკოსი
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ გამოთქმა „თარგმანის კრიტიკა“ არ შეიძლება, „თარგმანის გაკრიტიკების“ სინონიმად მივიჩნიოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, კრიტიკასა და გაკრიტიკებას შორის განსხვავებას უნდა ვხედავდეთ. როგორც სალიტერატურო კრიტიკა არ გულისხმობს ტექსტებში ხარვეზების ძიებას, ასევე, თარგმანის კრიტიკოსის საქმიანობას არ წარმოადგენს მთარგმნელის შეცდომების აღნუსხვა.
კრიტიკული სტატიების უმრავლესობა, ძირითადად, მთარგმნელის ლექსიკურ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას... მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა გავლენას ახდენს თარგმანი ახლებური ხედვის ჩამოყალიბებაზე კულტურის სფეროში. ამას კი ჩვენს ქვეყანაში თარგმანის კრიტიკა ნაკლებად ეხება. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ თარგმანის კრიტიკა ჩვენში ძალიან ცალმხრივია. ხდება, რომ კრიტიკოსს, თავისი სუბიექტური გემოვნების შესაბამისად, არ მოსწონს თარგმანის რომელიმე მონაკვეთი და გულწრფელად მიიჩნევს, რომ ამ მონაკვეთების მითითება თარგმანის კრიტიკის ტოლფასია. სტატიების უმრავლესობაში მხოლოდ თვითნებურ შეფასებებს ვხვდებით და არა - საქმიან მსჯელობას თარგმანის ღირებულების თაობაზე.