ჰოსეინ ფაიანდე
December 6, 2020
მაია ბადრიძე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მოჰამად დეჰყანი

მოჰამად დეჰყანი - მწერალი, მთარგმნელი

არიან კარგი მთარგმნელები, მაგრამ მათი რიცხვი დღითი დღე მცირდება. მთარგმნელობით სფეროში ისეთი ადამიანები შემოდიან, რომელთაც თარგმანის საქმეში არავითარი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ. თუმცა, რადგან დაუსაქმებლები არიან (არადა, შეიძლებოდა, სხვა საქმეში თვითონაც ემარჯვათ და საზოგადოებისთვისაც სარგებელი მოეტანათ), ამ დარგში ისურვეს საქმიანობა და ამან თარგმანის დონე ძალიან დაბლა დასწია. ახლა, ალბათ, ათიოდე კარგი მთარგმნელის ჩამოთვლაც გამიჭირდება. ყველა სფეროში და, მათ შორის, თარგმანშიც, ისეთი უბედურება დაგვატყდა, რომელსაც ფრიდრიხ ნიცშემ „საშუალოობა“ უწოდა. სამწუხაროდ, ეს საშუალოობა ჩვენს კულტურაში ფართოდ გავრცელდა. ამიტომ კარგი და საუცხოო ნამუშევრები ნაკლებადღა გვხვდება.