სალომე ჩიტაძე
December 6, 2020
ებრაჰიმ გოლესთანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

აბას მილანი

აბას მილანი - ისტორიკოსი, ირანისტი, მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ სპარსულად მთარგმნელი

მთარგმნელობითი საქმე ხელოვნებაცაა და ხელობაც. ცოდნას და გამოცდილებასაც მოითხოვს და შემოქმედებით ნიჭს და გემოვნებასაც. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი მთარგმნელები ვართ. ყოველი მარტივი ამბის თხრობა, ასე თუ ისე, თარგმნას ნიშნავს. ფიქრის, მდგომარეობის, ემოციისა და მოგონების სიტყვად, ფრაზად და სურათად თარგმნას. ყოველი ტექსტის დაწერა - ლიტერატურული იქნება ეს თუ ისტორიული - ავტორის მიერ მინიმუმ ამ ოთხი ენობრივი არეალის ფლობას მოითხოვს. მთარგმნელი კი ვალდებულია, ორი ენობრივი სივრცის (როგორც ორიგინალის, ასევე, სამიზნე ენის) ფარგლებში მოახერხოს ამ ოთხი არეალის დამორჩილება.