მზია ბურჯანაძე
December 6, 2020
თეა შურღაია
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ირმა ტაველიძე

ირმა ტაველიძე

მწერალი, მთარგმნელი



თარგმნის ინგლისური და ფრანგული ენებიდან. წერს მოთხრობებს, ესეებს და ბოლო წლებია - რომანს დროზე, დროში გამომწყვდეულ ადამიანებზე. ფიქრობს, რომ მისი ენის საზღვრები მისივე სამყაროს საზღვრებია - ლუდვიგ ვიტგენშტაინის ეს გამონათქვამი უფრო და უფრო მიმზიდველად ეჩვენება. სხვა ცხოვრებაში ვლადიმირ ნაბოკოვის შემოქმედების მკვლევარი და მთარგმნელი იქნებოდა. ან ენის ფილოსოფიას შეისწავლიდა. მისი წარმოდგენით, მთარგმნელის ამოცანაა, კეთილი საქმე ისე აკეთოს, რომ ანგელოზივით უხილავი დარჩეს - არ დატოვოს იოლად ამოსაცნობი კვალი, არ მოხიბლოს თავისივე ხმის ექომ.