აბას მილანი
December 6, 2020ჰოსეინ ფაიანდე
December 6, 2020
ებრაჰიმ გოლესთანი - კინორეჟისორი, მწერალი, ჰემინგუეისა და ფოლკნერის ნაწარმოებების პირველი მთარგმნელი სპარსულ ენაზე
ეს წიგნები სამოციოდე წლის წინ ვთარგმნე. მახსოვს, სამწერლო სტილის ერთგულებას თავიდანვე ვიცავდი. ერთხელაც კი არ დამიშვია, რომ წამეკითხა და წაკითხული ისე დამეწერა, როგორც მომესურვებოდა. თუმცა ესეც მახსოვს: მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ თარგმნის ხანა ირანის ცხოვრებაში ცნობილი გადატრიალების პერიოდს და დაპატიმრებების მთელ სერიას დაემთხვა. ამიტომ იძულებული გავხდი, რომანის ერთი ეპიზოდის ტექსტში, სადაც ორი პერსონაჟი ხალხის გაცურებას ცდილობს, რამდენიმე სტრიქონი ჩამემატებინა.