ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
სანახაობა
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - ქურდი

ბავშვობიდან მდიდრული, ლამაზი და პატარა ნივთები უყვარდა. ყოველთვის, როცა სტუმრობიდან ბრუნდებოდა, დედამისი ჯიბეებსა და სხეულის კუთხე-კუნჭულებს უთვალიერებდა. ერთხელ თავისი ბიძაშვილის ფერადი ბურთულა პირში ჩაედო და გარეთ გამოსულიყო. როცა სკოლაში წავიდა, მიუხედავად თავისი ოჯახის ყურადღებისა, რომელსაც ფსიქოლოგები და ჭკუის მასწავლებლები არიგებდნენ, კვლავაც ჭრელა-ჭრულა საშლელების, კოხტა სათლელების, ლამაზი ეტიკეტებისა და ნაირ-ნაირი წვრილმან-მსხვილმანის კოლექცია შეეგროვებინა. სიყმაწვილეში მისი გამორჩეული ნაქურდალი ცხრა თვის დისშვილის ფაჩუჩები იყო, რომლებიც ციმციმებდა და ბულბულივით გალობდა. სტუდენტობის დროს კი უნივერსიტეტის თვითმომსახურების სასადილოდან ნაირ-ნაირი სამარილეები და კოვზები მოეპარა. ახლა ერთი დიდი კომპანიის დირექტორი იყო. მისი ოთხწლიანი დირექტორობის პერიოდში მებუფეტეს ჩაის კოვზების ექვსი კომპლექტი ეყიდა და მდივანი ქალი, კვირაში ერთხელ, მის მაგიდაზე ფერადი სამაგრების ჭურჭელს ავსებდა. მისი ბოლო ნაქურდალი მდივანი ქალისთვის დაბადების დღეზე თავისივე ნაჩუქარი მინიატურული საათი იყო. ერთი წლის წინ ეს საათი საფრანგეთში ათდღიანი მოგზაურობის დროს თავისი დისთვის მოეპარა.

სპარსულიდან თარგმნა საბინა კაზიმოვმა