ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - დედის მიწა

მამამ თქვა: „დედა ცაში წავიდა“. მამიდამ თქვა: „დედა შორეულ მოგზაურობაში წავიდა“. დეიდამ თქვა: „დედა ის კაშკაშა ვარსკვლავია მთავარესთან ახლოს“. პატარა გოგონამ თქვა: „დედა მიწაში წავიდა“. მამიდამ თქვა: „ყოჩაღ, რა რეალისტი ბავშვია, რა სწრაფად შეეგუა“. პატარა გოგონა ამის შემდეგ ყოველდღე აიძულებდა მამას, რომ დედის საფლავზე წაეყვანა. იქ ჯერ საფლავის მიწას ასწორებდა, შემდეგ რწყავდა და ცოტა ხანს დედას ესაუბრებოდა. მესამე კვირას, როცა დედის საფლავს რწყავდა, მამას უთხრა: აბა, დედა რატომ არ ყვავილობს?

სპარსულიდან თარგმნა საბინა კაზიმოვმა