მარკ სტრენდი
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - დედის მიწა

მამამ უთხრა: „დედაშენი ცაში წავიდა“. მამიდამ უთხრა: „დედაშენი შორეულ მოგზაურობაში წავიდა“. დეიდამ უთხრა: „დედაშენი, აი, ის კაშკაშა ვარსკვლავია მთვარესთან ახლოს“. გოგონამ თქვა: „დედაჩემი მიწაში წავიდა“. მამიდამ თქვა: - ყოჩაღ, როგორი რეალისტი ბავშვია და რა სწრაფად შეეგუა! გოგონა, დედის დაკრძალვის დღიდან მოყოლებული, მამამისს აიძულებდა, საფლავზე წაეყვანა. თავიდან საფლავის მიწას ასწორებდა, შემდეგ რწყავდა და ცოტა ხანს დედას ესაუბრებოდა. მესამე კვირას, როდესაც დედის საფლავს რწყავდა, მამას უთხრა: - მამა, აბა, დედა რატომ არ ამოდის?

სპარსულიდან თარგმნა შორენა ჯიმშერიშვილმა