მარკ სტრენდი
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

დიურენმატი

დიურენმატი - მინოტავრი

არსებას, რომელიც მზის ღმერთმა, პარსიფაემ შვა, მას შემდეგ, რაც თავისი ნებით ჩაიკეტა ხელოვნურ ძროხაში და პოსეიდონის თეთრ ხართან შეჯვარდა და მინოსის მონებმა გზის გასაკვლევად აწყობილი გრძელი ჯაჭვის თანხლებით ატარეს, ბოსელში, ძროხებს შორის მრავალწლიანი უგონო ძილის შემდეგ, ლაბირინთის მიწაზე გაეღვიძა. ლაბირინთი დედალოსს აეშენებინა, იმისთვის, რომ ადამიანები ამ არსებისგან, ეს არსება კი ადამიანებისგან დაეცვა, ბაღში, საიდანაც უკან გზას ვერავინ გაიკვლევდა და რომლის უთვალავ ერთმანეთში შეზრდილ მინის კედლებში, საკუთარი ანარეკლის გარდა, პირისპირ სხვა, უთვალავ მოხრილ არსებას ხედავდა, თითქოს ერთნი ყოფილიყვნენ და მათგან მზერის ასარიდებლად შებრუნებისას, ამჩნევდა, როგორ ბრუნდებოდა უთვალავი მსგავსი მისკენ.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ