ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები
ძვირფასო ნორმა,
სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. შუადღეს დედას ვესტუმრე - ნახევარი საათი ვიარე მიხვეულ-მოხვეულ გზაზე. ისე ცუდადაა, როგორც ვშიშობდი. უარესადაც. ჯოხის გარეშე ვერ დადის. ჯოხითაც ძალიან ნელა გადაადგილდება. რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, კიბეზე ასვლა აღარ შეუძლია. სასტუმრო ოთახში, დივანზე სძინავს. ითხოვა, საწოლი ქვევით ჩამომიტანეთო, მაგრამ უთხრეს, ადგილიდან ვერ დავძრავთ, თუ ნაწილებად არ დავშალეთო (პენელოპეს არ ჰქონდა ასეთი საწოლი? ჰომეროსის პენელოპეს). წიგნები და ფურცლები ზევით აქვს. ქვევით მათთვის ადგილი არ მოიძებნება. ღელავს. ამბობს, მინდა, ჩემს მაგიდას მივუჯდეო, მაგრამ არ შეუძლია.
კაცი, სახელად პაბლო, ბაღის საქმეებში ეხმარება. ვკითხე, საყიდლებზე ვინ დადის-მეთქი. ამბობს, პურსა და ყველზე ვცხოვრობ, ბაღიდანაც ვიღებთ მოსავალს, სხვა არაფერი მჭირდებაო. ვუთხარი, იქნებ მაინც აგეყვანა სოფლიდან ერთი ქალი, რომელიც საჭმელს დაგიმზადებს და სახლს დაგილაგებს-მეთქი. ამის გაგონებაც არ უნდა. ამბობს, სოფელთან არაფერი მესაქმებაო. პაბლოზე რაღას იტყვი, პაბლოც ხომ სოფლიდანაა-მეთქი? მიპასუხა, პაბლოს მე მივხედავ, სოფელთან არაფერი ესაქმებაო. როგორც მივხვდი, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. ცოტა ვერ არის, ზრდილობიანად როგორც ამბობენ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ იდიოტია, ცალტვინა.
მთავარი სათქმელი ჯერ არ მიხსენებია. მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ხვალ აუცილებლად ვეტყვი. თუმცა დიდი იმედი არ მაქვს. საკმაოდ ცივად მელაპარაკა. ვფიქრობ, მშვენივრად ხვდება, რატომაც ჩამოვედი.
ტკბილ ძილს გისურვებ. ბავშვები სიყვარულით მომიკითხე.
ჯონი

- დედა, იქნებ შენს საარსებო პირობებზე გველაპარაკა? მომავალზეც გვეთქვა ერთი-ორი სიტყვა.
დედამისი სიტყვასაც არ ძრავს. უხეშ, ძველებურ სავარძელში ზის, რომელიც, უეჭველია, იმავე დურგალმა გამოთალა, რომელმაც უძრავი საწოლი. - მინდა, იცოდე, რომ მე და ჰელენი ძალიან ვღელავთ შენზე. ერთხელ უკვე წაიქეცი. დროის ამბავია, მეორედ როდის მოგივა ასეთი რამ. წლები არ გაკლდება. მარტო ცხოვრობ სახლში ციცაბო კიბეებით, სოფელში, სადაც მეზობლებთანაც არ გაქვს კარგი ურთიერთობა. გულწრფელად რომ გითხრა, ამ ყველაფერს ნორმალურ არსებობასთან აღარაფერი აქვს საერთო.
- მარტო არ ვცხოვრობ, - ამბობს დედამისი, - პაბლო ჩემთანაა. პაბლოს იმედი მაქვს.
- ჰო, პაბლო შენთან ცხოვრობს. მაგრამ მართლა გაქვს მისი იმედი უბედური შემთხვევის დროს? წინაზე პაბლო რამეში დაგეხმარა? საავადმყოფოში დარეკვა რომ ვერ მოგეხერხებინა, დღეს სად იქნებოდი?
სიტყვები ამოთქმულიც არ აქვს, რომ ხვდება, შეცდომა დაუშვა.
- სად ვიქნებოდი? - ამბობს დედამისი, - გეტყობა, პასუხი მშვენივრად იცი, რაღას მეკითხები? მიწაში, მატლების მიერ შეჭმული, არა? ამის მოსმენა გინდა ჩემგან?
- დედა, გთხოვ, გონებას მოუხმე. ჰელენმა თავისთან ახლოს ორი ადგილი იპოვა, სადაც კარგად მოგივლიან. ვფიქრობთ, იქ ისე იგრძნობ თავს, როგორც შინ. შეიძლება ორი სიტყვა გითხრა ამ ადგილებზე?
- ორი ადგილი. ადგილებში თავშესაფრებს გულისხმობ, არა? თავშესაფრებს, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც შინ?
- დედა, რაც გინდა, ის დაუძახე. შეგიძლია ჰელენსაც და მეც აგდებულად გველაპარაკო, მაგრამ ფაქტები მაინც არ შეიცვლება - ცხოვრების თავისებურებები. ერთხელ უკვე დაშავდი სერიოზულად და ამის შედეგებს აქამდე იმკი. არა მგონია, მომჯობინდე. პირიქით, ალბათ, უარესად გახდები. გიფიქრია იმაზე, როგორ იცხოვრებ ამ მიყრუებულ სოფელში, საწოლს რომ მიეჯაჭვო? მხოლოდ პაბლო გეყოლება დამხმარედ. გიფიქრია, რა დღეში ვიქნებით მე და ჰელენი, თუ გვეცოდინება, რომ ზრუნვა გჭირდება, ჩვენ კი ეს არ შეგვიძლია? ყოველ შაბათ-კვირას ათასობით კილომეტრზე ხომ ვერ გადმოვფრინდებით?!
- ამას არც გთხოვთ.
- არ გვთხოვ, მაგრამ მოგვიწევს. ასე იქცევა ადამიანი, როცა ვიღაც უყვარს. ასე რომ, გთხოვ, წყნარად მომისმინე, სანამ გეტყოდე, რას გთავაზობთ. ხვალ, ზეგ ან მაზეგ მე და შენ ერთად წავალთ აქედან ნიცაში, ჰელენთან. სანამ გავემგზავრებით, იმ ყველაფრის ჩალაგებაში მოგეხმარები, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფრის, რისი შენახვაც გინდა. ყველაფერს ყუთებში ჩავაწყობთ და გასაგზავნად გავამზადებთ. მე და ჰელენი იმ სახლების სანახავად წაგიყვანთ, წეღან რომ ვახსენე. ერთი ანტიბშია, მეორე კი გრასის სიახლოვეს. დაათვალიერე და შეხედე, როგორ მოგეწონება. არ დაგაჩქარებთ, საჩქარო არაფერია. თუ არც ერთი მოგეწონება, ასე იყოს, ცოტა ხნით ჰელენთან დარჩები, სანამ რამე სხვას მოვძებნით. ბევრი დრო გვაქვს. მხოლოდ ის გვინდა, რომ ბედნიერი იყო. ბედნიერი და უსაფრთხოდ. ამ ყველაფრის მიზანიც ესაა. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ რამე თუ მოხდება, ვიღაც გეყოლება გვერდით, ვინც მოგივლის. ვიცი, რომ თავშესაფრები არ მოგწონს, დედა. არც მე მეხატება გულზე. არც ჰელენს. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში დგება დრო, როცა კომპრომისზე წასვლა გვიწევს - არჩევანის გაკეთება იმას შორის, რაც გვინდა და რაც ჩვენთვის უკეთესია, დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას შორის. ვიცი, არ დამეთანხმები, მაგრამ ეს მწარე რეალობაა. შეიძლება, ავად გახდე და ვერავინ ვერაფერი გაიგოს. შეიძლება, კიდევ დაეცე და გონი დაკარგო ან რამე მოიტეხო. შეიძლება, მოკვდე.
დედამისი მსუბუქად იქნევს ხელს, თითქოს ამ ვარიანტის უარყოფა სურს.
- ის ადგილები, რომლებსაც მე და ჰელენი გთავაზობთ, ძველი დროის თავშესაფრებს არ ჰგავს. მშვენივრადაა მოწყობილი, თვალ-ყურსაც ადევნებენ და კარგადაც მართავენ. ძვირია, რადგან კლიენტების ინტერესების გათვალისწინებისას არაფერს ზოგავენ. იხდი და საუკეთესოდ გივლიან. თუ ხარჯი ძალიან დიდი იქნება, მე და ჰელენი სიამოვნებით შემოგეშველებით. საკუთარ, პატარა ბინაში იცხოვრებ. გრასში შენი პატარა ბაღიც კი გექნება. შეგიძლია, რესტორანში ჭამო ან საჭმელი ბინაში მოატანინო. ორივეგან არის სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი. სამედიცინო პერსონალი და ფიზიოთერაპევტები მუდმივად ადგილზე ჰყავთ. შეიძლება, სამოთხე არ იყოს, მაგრამ შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის სამოთხემდე ბევრი არაფერი აკლია. ჩემს მდგომარეობაში, - თქვა დედამისმა, - და მაინც რა არის ეს ჩემი მდგომარეობა?
კაცი აღშფოთებული იშვერს ხელებს.
- გინდა, რომ ვთქვა? - ამბობს ის, - მართლა გინდა, რომ ეს სიტყვები გითხრა?
- ჰო. მრავალფეროვნებისთვის, უბრალოდ რამის შესაცვლელად, სიმართლე მითხარი.
- სიმართლე ისაა, რომ ბებერი ქალი ხარ, რომელსაც მიხედვა სჭირდება. პაბლოსნაირი კაცი ვერ მოგხედავს.
დედამისი თავს აქნევს.
- ეგ სიმართლე არა. მეორე, ნამდვილი სიმართლე.
- ნამდვილი სიმართლე?
ჰო, ნამდვილი სიმართლე.
ძვირფასო ნორმა,
„ნამდვილი სიმართლე“. აი, რა მომთხოვა, მგონი, შემევედრა კიდეც. ძალიან კარგად იცის, რა არის ნამდვილი სიმართლე. მეც ვიცი, ამიტომ რთული არ უნდა ყოფილიყო ამ სიტყვების თქმა. საკმაოდ გაბრაზებულიც ვიყავი - ამხელა გზა გამოვიარე იმ მოვალეობის მოსახდელად, რის გამოც მე, შენ ან ჰელენს მადლობას ნამდვილად არავინ გვეტყვის, არაფრის დიდებით. მაგრამ ვერ შევძელი. ვერ შევძელი, სახეში მიმეხალა სიტყვები, რომელთა მოწერაც აქ, შენთვის, სულაც არ მიჭირს: ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ კვდები. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ცალი ფეხი სამარეში გიდგას. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ უკვე უსუსური ხარ, ხვალ კიდევ უფრო უსუსური იქნები და ასე გაგრძელდება, სანამ ის დღე არ მოვა, როცა საერთოდ აღარ იარსებებ. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ შევაჭრების უფლება არ გაქვს. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ არას ვერ იტყვი. არას ვერ ეტყვი საათის წიკწიკს. არას ვერ ეტყვი სიკვდილს. როცა სიკვდილი გეუბნება, „წამოდი“, თავი უნდა დახარო და გაჰყვე. ანუ მიიღო. ისწავლე კის თქმა. როცა გეუბნები, დატოვე ეს სახლი, რომელიც თავად მოიწყვე ესპანეთში, დატოვე შენთვის ნაცნობი საგნები, წამოდი და იცხოვრე - ჰო - თავშესაფარში, სადაც გვადალუპელი ექთანი ფორთოხლის წვენითა და მხიარული მისალმებით (Quel beau jour, Madame Costello!) გაგაღვიძებს, ნუ დაიბღვირები, ნუ გაჯიუტდები. თქვი, კი, თქვი, თანახმა ვარ. თქვი, შენს ხელში ვარ. შეეგუე იმას, რაც არის.
ძვირფასო ნორმა,
დადგება დრო, როცა ჩვენთვისაც იქნება სათქმელი სიმართლე, ნამდვილი სიმართლე. მოდი, შევთანხმდეთ, ერთმანეთს დავპირდეთ, რომ არ მოვატყუებთ, რომ, რაც არ უნდა რთული იყოს ამ სიტყვების თქმა, ვიტყვით, ვიტყვით ამ სიტყვებს: არაფერი იქნება უკეთესად, ყველაფერი უფრო და უფრო გაუარესდება, მანამდე გაუარესდება, სანამ უარესი აღარ იარსებებს, სანამ ყველაზე უარესი არ დადგება.
შენი მოსიყვარულე ქმარი,
ჯონი
ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ