ჯონ მაქსველ კუტზეე - ტყუილები
საყვარელო ნორმა,
სან-ხუანის ერთადერთი სასტუმროდან გწერ. შუადღეს დედა მოვინახულე - მტანჯველ გზაზე ნახევარი საათი დამჭირდა. მისი მდგომარეობა ისეთივე ცუდია, როგორც ვფიქრობდი და უარესიც კი. ყავარჯნის გარეშე ვერ დადის და მაშინაც ძალიან ნელა. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ კიბეზეც ვეღარ ახერხებს ასვლას. სასტუმრო ოთახში, ტახტზე სძინავს. სცადა, რომ კაცებს მისი საწოლი ქვემოთ ჩამოეტანათ, მაგრამ უთხრეს, რომ in situ იყო აგებული, ნაწილებად დაშლის გარეშე ვერ მოშორდებოდა (პენელოპეს არ ჰქონდა ასეთი საწოლი? - ჰომეროსის პენელოპეს?). მისი წიგნები და გაზეთებიც ზემოთაა - ქვემოთ მათი ადგილი არ არის. ღიზიანდება, ამბობს, რომ უნდა თავის მაგიდას დაუბრუნდეს, მაგრამ არ შეუძლია.
იქ კაცია, სახელად პაბლო, რომელიც ბაღის მოვლაში ეხმარება. ვიკითხე, საყიდლებზე ვინ დადის-მეთქი. დედამ მითხრა, რომ პურით, ყველითა და ბაღის მოსავლით ცხოვრობს, რომ მეტი არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, მაინც ვკითხე, არ შეეძლო სოფლიდან ვინმე ქალი მოეყვანა, რომელიც საჭმელსაც მოამზადებდა და სახლსაც დაალაგებდა? არ მისმენდა - სოფლის მცხოვრებლებთან კავშირი არ მაქვსო. აბა, პაბლო? ვთქვი მე, პაბლო არ არის სოფლის ნაწილი? პაბლო ჩემი მოვალეობაა, მიპასუხა მან. პაბლო სოფელს არ ეკუთვნის.
როგორც ვხედავ, პაბლოს სამზარეულოში სძინავს. არც აქეთაა, არც იქით, თუ როგორც ითქმის. რა ვიცი, მგონია, რომ იდიოტია, მიამიტი. მთავარი არც მიხსენებია: მინდოდა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. ხვალ რომ ვნახავ, მაშინ ვიზამ. ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვარ. ჩემ მიმართ ცივია. ვეჭვობ, რომ მშვენივრად იცის, რატომაც მოვედი. ძილი ნებისა. ბავშვებს ჩემ მაგივრად მოესიყვარულე.
ჯონი

- დედა, შეიძლება, შენი საცხოვრებელი სიტუაცია განვიხილოთ? შეიძლება, მომავალზე ვისაუბროთ?
დედამისი, ძველ მყარ სავარძელში მჯდომი, რომლის დურგალიც უეჭველად ის კაცი იყო, ვინც უძრავი საწოლი დაამზადა, სიტყვასაც არ ძრავს.
- უნდა იცოდე, რომ მე და ჰელენი შენზე ვდარდობთ. ერთხელ უკვე დაეცი ცუდად და მხოლოდ დროის ამბავია, ეს როდის განმეორდება. ასაკი არ გაკლდება და ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც ასეთი დამრეცი კიბეებია და არც მეზობლებთან გაქვს კარგი ურთიერთობა... გულწრფელად გეტყვი, ასეთი არსებობა არ გამოვა... აღარ.
- არ ვცხოვრობ მარტო,- ამბობს დედა, -პაბლოა ჩემთან. პაბლო მყავს, რომ დავეყრდნო.
- გეთანხმები, პაბლო შენთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ მართლა შეძლებ მას გასაჭირისას მიენდო? მაშინ დაგეხმარა? საავადმყოფოში დარეკვა რომ არ შეგძლებოდა, ახლა სად იქნებოდი?
მაშინაც კი, როცა ამ სიტყვებს ამბობს, იცის, რომ შეცდომას უშვებს.
-სად ვიქნებოდი?-პასუხობს დედამისი, -ისე ლაპარაკობ, თითქოს პასუხი უკვე იცი, ამიტომ რაღას მეკითხები? სავარაუდოდ, მიწის ქვეშ ვიქნებოდი და მატლები შემსანსლავდნენ. ეს უნდა ვთქვა?
- დედა, გთხოვ, სიტუაცია კეთილგონივრულად შეაფასე. ჰელენი ეძებდა და ორი ადგილი იპოვა, თავისთან ახლოს, სადაც კარგად მოგხედავდნენ და სადაც გვგონია, რომ თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. შეიძლება, მოგიყვე?
- ჰმ, ორი ადგილი. ადგილებში თავშესაფრებს გულისხმობ? თავშესაფრებს, სადაც თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში?
- დედა, რაც გინდა, ის შეგიძლია უწოდო, დასცინო ჰელენსაც და დამცინო მეც, მაგრამ ეს ფაქტებს არ ცვლის. ცხოვრების ფაქტებს. აქამდეც შეგემთხვა უბედურება, რომლის შედეგადაც უკვე იტანჯები. შენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. პირიქით, ალბათ გაუარესდება. გიფიქრია, როგორი იქნება ამ მივიწყებულ სოფელში ლოგინად ჩავარდნა და მომვლელად კი - მხოლოდ პაბლო? გიფიქრია, როგორი იქნება ჰელენისა და ჩემთვის იმის ცოდნა, რომ მოვლა გჭირდება, მაგრამ ვერ გივლით? ყოველ შაბათ-კვირას ათასობით კილომეტრის გადმოფრენა არ შეგვიძლია, ეს ხომ იცი?
-არც ველოდები, რომ მაგას იზამთ.
-არ ელოდები, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს, როცა ვიღაც გიყვარს, ეს უნდა გააკეთო. ამიტომ გთხოვ, სანამ ალტერნატივას გთავაზობ, ხელი შემიწყვე და ჩუმად მომისმინე. ხვალ ან ზეგ, ან მაზეგ მე და შენ აქაურობას დავტოვებთ და ჰელენთან წავალთ, ნიცაში. სანამ წავალთ, ყველაფრის ჩალაგებაში დაგეხმარები. რისი წამოღებაც მოგინდება. ყუთებში ჩავაწყობთ და როცა მოეწყობი, ეს ყუთები გადმოსაზიდად მზად იქნება. ნიციდან მე და ჰელენი იმ ორ სახლში წაგიყვანთ, რომლებიც ვახსენე, ერთი ანტიბშია, მეორე კი - გრასის შემოგარენში. შეგიძლია ისინი დაათვალიერო და ნახო, თავს როგორ იგრძნობ. საერთოდ არაფერს დაგაძალებთ. თუ არცერთი მოგეწონება, ასეც იყოს. სანამ სხვა ადგილს მოვძებნით, შეგიძლია ჰელენთან დარჩე. უამრავი დროა.
- უბრალოდ გვინდა, რომ ბედნიერი იყო. ბედნიერად და უსაფრთხოდ. ესაა ჩვენი მიზანი. გვინდა ვიცოდეთ, რომ თუ რაიმე მოხდება, დასახმარებლად ვიღაც გეყოლება.
- ვიცი, რომ თავშესაფრები არ მოგწონს, დედა. არც მე მომწონს. არც ჰელენს. მაგრამ ცხოვრებაში ისეთი დროც დგება, როცა კომპომისზე უნდა წავიდეთ და ავარჩიოთ რომელი სჯობს: რა გვინდა ჩვენ თუ რა იქნება ჩვენთვის უკეთესი. ერთის მხრივ, დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ, უსაფრთხოება. აქ, ესპანეთში, ამ სოფელში, ამ სახლში, უსაფრთხოდ ვერ იქნები. ვიცი, არ მეთანხმები, მაგრამ ესაა სასტიკი რეალობა. შეიძლება ავად გახდე და ეს ვერავინ გაიგოს. შეიძლება, კიდევ ერთხელ დაეცე და გონება დაკარგო, ან კიდურები მოიტეხო. შეიძლება მოკვდე. დედამ ხელი აიქნია.
- ის ადგილები, რომლებსაც მე და ჰელენი გთავაზობთ, ძველი ყაიდის არაა. კარგად მორთული, კარგად მოვლილი, კარგი მეთვალყურეობით. ძვირია, რადგან კლიენტებისთვის არაფერი ენანებათ. იხდი და სამაგიეროდ უმაღლესი ხარისხის მზრუნველობას იღებ. თუ ისე გამოვიდა, რომ გადასახადი პრობლემაა, ჰელენი და მე ხელს სიხარულით შეგიწყობთ. შენი პატარა ბინა გექნება. გრასში კი შეიძლება პატარა ბაღიც გქონდეს. საკვები შეგიძლია რესტორანში ჭამო ან ბინაზე მოატანინო. ორივეგან სპორტული დარბაზი და საცურაო აუზია. სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მზადაა, ფიზიოთერაპევტებიც. შეიძლება სამოთხე არ იყოს, მაგრამ შენს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო არჩევანია.
- ჩემი მდგომარეობა, - ამბობს დედა, - და შენი აზრით, რა არის ზუსტად ჩემი მდგომარეობა?
გაღიზიანებული კაცი ხელს აიქნევს.
- გინდა, გითხრა ? - პასუხობს, - მართლა გინდა, რომ სიტყვასიტყვით გითხრა?
-კი. უბრალოდ სცადე და სიმართლე მითხარი.
-სიმართლე ისაა, რომ მოხუცი ქალი ხარ, რომელსაც მზრუვნელობა სჭირდება. და პაბლოსნაირი კაცი ვერ დაგეხმარება. ქალი თავს აქნევს.
- ეგ სიმართლე არაა. სხვა სიმართლე მითხარი, ნამდვილი სიმართლე.
- ნამდვილი სიმართლე?
- ხო, ნამდვილი სიმართლე.
საყვარელო ნორმა,
„ნამდვილი სიმართლე“: ეს იყო, რაც ჩემგან მოითხოვა. ან იქნებ შემევედრა. კარგად იცის, რაც არის ნამდვილი სიმართლე, ისევე, როგორც მე. ამიტომ ამ სიტყვების თქმა ისეთი ძნელი არ უნდა ყოფილიყო. და საკმარისად გაბრაზებულიც ვიყავი, რომ ეს გამეკეთებინა. გაბრაზებული, რადგან ამხელა გზაზე იმ მოვალეობის შესასრულებლად უნდა წამოვსულიყავი, რომლის გამოც არც შენ, არც ჰელენი და არც მე მადლობას არ მივიღებდით. ყოველი შემთხვევისთვის, ამ სამყაროში არა. მაგრამ არ შემეძლო. არ შემეძლო მისთვის პირში მეთქვა ის, რისი დაწერაც ახლა, შენთან შემიძლია: ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ კვდები. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ცალი ფეხი უკვე სამარეში გიდგას. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ამ სამყაროში დაუცველი ხარ და ხვალ უფრო დაუცველი იქნები და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ დღესაც ვეღარავინ დაგეხმარება. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ ახლა არჩევანის საშუალება არ გაქვს. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ არას ვერ იტყვი. ვერ ეტყვი არას საათის წიკწიკს. ვერ ეტყვი არას სიკვდილს. როცა სიკვდილი გეტყვის, მოდიო, თავი უნდა დახარო და მიხვიდე. ესე იგი, უნდა დათანხმდე. ისწავლო, როგორ თქვა კი. როცა ვიტყვი, მიატოვე სახლი, რომელიც შენ შექმენი ესპანეთში, მიატოვე შენთვის ნაცნობი ნივთები, წამოდი და იცხოვრე... დიახ, თავშესაფარში, სადაც გვადელუპელი ექთანი დილაობით ფორთოხლის წვენის ჭიქითა და მხიარული მისალმებით გაგაღვიძებს (Quel beau jour, Madame Costello!), არ შეკრა წარბები, ნუ გაჯიუტდები. თქვი კი. თქვი, გეთანხმებით. თქვი, თქვენს ხელში ვარ. გული არ გაიტეხო.
საყვარელო ნორმა, დღე მოვა, როცა შენთვისაც და ჩემთვისაც საჭირო იქნება სიმართლის გაგება, ნამდვილი სიმართლის. ამიტომ, შეგვიძლია შევთანხმდეთ? შეიძლება დავპირდეთ ერთმანეთს, რომ არ მოვატყუებთ, რომ რაც არ უნდა ძნელი იყოს ამ სიტყვების თქმა, მაინც ვიტყვით: „არაფერი გაუმჯობესდება. პირიქით, გაუარესდება და გაუარესდება მანამ, სანამ გაუარესებას ვეღარ მოახერხებს, მანამ, სანამ ყველაზე უარესი არ იქნება“?
შენი მოსიყვარულე ქმარი,
ჯონი.
ინგლისურიდან თარგმნა ელისაბედ ფირცხალავამ