ილზე აიჰინგერი - „ფანჯრის თეატრი“
ქალი ფანჯარას მიეყრდნო და გადაიხედა. მდინარიდან მსუბუქ ნაკადებად აღწევდა ნიავი, თან კი ახალი არაფერი მოჰქონდა. ქალის მზერა, ცნობისმოყვარე ადამიანებივით მტკიცე და ხარბი იყო. ჯერ მისი ხათრითაც, არავის ჩაევლო სახლის წინ. თანაც ქალი ბოლოს წინა სართულზე ცხოვრობდა, მისგან ქუჩა მეტისმეტად შორს მოჩანდა. ხმაური მხოლოდ მსუბუქ ღმუილად ჩაესმოდა. ყველაფერი ქვემოთ, სიღრმეში იყო. როცა ფანჯრიდან მოშორება დააპირა, შეამჩნია, რომ მოპირადპირე მხარეს შუქი აანთო მოხუცმა კაცმა. ჯერ არ ბნელოდა და ამიტომ ეს შუქი ისეთ უცნაურ შთბეჭდილებას ტოვებდა, როგორც აალებული ჩიქაღდანი, მზის ქვეშ. თითქოს ვიღაცას, მანამ აენთო სანთელი, სანამ საეკლესიო პროცესია ეკლესიას დატოვებდა. ქალი იქვე დარჩა.
მოხუცმა ფანჯარა გააღო და თავი დააქნია. ვითომ მე მგულისხმობს? ფიქრობდა ქალი. მის ზემო სართულზე ბინა ცარიელი იყო. ქვემოთ სახელოსნო, ამ დროისთვის უკვე დაეკეტათ. ქალმა თავი მსუბუქად გაამოძრავა. მოხუცმა კი ისევ დაუქნია. თავთან ხელი მიიტანა, აღმოაჩნია, რომ ქუდი არ ეხურა და ოთახის სიღრმეში მიიმალა.
ამის შემდეგ მალევე დაბრუნდა პალტოთი და ქუდით. ქუდი მოიხადა და გაიღიმა. შემდეგ ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო და ქნევა დაიწყო. ჯერ მსუბუქად, შემდეგ კი უფრო და უფრო მონდომებით. მოაჯირთან ისე ახლოს მივიდა, შეგეშინდებოდათ არ გადმოვარდესო. ქალმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ამან კი თითქოს შეაგულიანაო, ცხვირსახოცს ხელი გაუშვა, ყელიდან მოიხსნა შარფი - დიდი ფერადი შარფი - და ფანჯრიდან გადაისროლა. თან იღიმოდა. როცა ქალმა კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მან ერთი ძლიერი მოძრაობით ქუდიც მოისროლა და თავზე შარფი ჩალმასავით შემოიხვია. შემდეგ მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და თავი დაუკრა. რამდენჯერაც ამოიხედებოდა, მარცხენა თვალს ჩაუკრავდა, თითქოს ერთმანეთთან საიდუმლო შეთანხმება აკავშირებთო.
ეს ქალს ართობდა, თუმცა მხოლოდ იქამდე, სანამ უცბად კაცის ფეხები ვიწრო, დაკემსილ ხავერდის შარვლალში, ცაში აღმართული დაინახა. კაცი თავზე იდგა. სანამ მისი შეწითლებული, გახურებული და კეთილგანწყობილი სახე ისევ გამოჩნდებოდა, ქალს უკვე მოესწრო პოლიციისთვის შეეტყობინებინა.
და სანამ ზეწარში გახვეული, ხან ერთ ფანჯარაში ჩნდებოდა, ხან მეორეში, ქალმა სამი ქუჩის იქით, ტრამვაის ზარსა და ქალაქის ყრუ ხმაურში გაარჩია სირნების ხმა. მისი განმარტება არც ისე ცხადი იყო, ხმა კი აღელვებული ჰქონდა. მოხუცი ახლა ისე იცინოდა, რომ მის სახეს ღრმა ნაოჭი დატყობოდა. შემდეგ გაურკვეველი ჟესტით ხელი სახეზე გადაიტარა, დასერიოზულდა, თითქოს სიცილი წამით ხელში მოიქციაო და გარეთ გაიდაისროლა. როცა მანქანამ კუთხეში შემოუხვია, მხოლოდ მაშინ შეძლო ქალმა, კაცისთვის თვალი მოეწყვიტა.
სულმოუთქმელად ქვემოთ ჩაირბინა. პოლიციის მანქანასთან ხალხი შეკრებილიყო. პოლიციელები მანქანიდან გადმოხტნენ და ხალხმაც მათთან მოიყარა თავი. იქვე იყო ქალიც. სანამ მათ დაშლას შეეცდებოდნენ, ერთხმად განაცხადეს, ყველანი ამ სახლში ვცხოვრობთო. ზოგი მათგანი პოლიციელებს ბოლო სართულამდე აჰყვა. კიბეებიდან აკვირდებოდნენ, როგორ შეანგრიეს კაცებმა კარი, მას მერე, რაც კაკუნმა შედეგი არ გამოიღო, ზარი კი სულაც აღმოჩნდა, რომ არ მუშაობდა. ისე სწრაფად და თავდაჯერებულად მუშაობდნენ, მაძრცველებს შეშურდებოდათ. შემოსასვლელში, რომლის ფანჯარაც ეზოს გადაჰყურებდა, ერთი წუთითაც არ შეყოვნებულან. ორმა მათგანმა ფეხსაცმელი გაიხადა და კუთხეში მიიპარა. ამასობაში ჩამობნებებულიყო. საკიდთან მივარდნენ, და ვიწრო გასასვლელის ბოლოს, სინათლე დაინახეს. სინათლეს მიჰყვნენ და მათ ქალიც ფეხაკრეფით აედევნა.
კარი გაიღო და გამოჩნდა კაცი, მათგან ზურგით, ისევ ფანჯარასთან მდგომი. თავზე თეთრი ბალიშს იდებდა და იხსნიდა, თითქოს ვიღაცას ანიშნებდა, ძილი მინდაო. ხალიჩა, რომელიც ძირიდან აეღო, მხრებზე შემოერტყა. ცუდად ესმოდა და ამიტომ მაშინაც არ შემობრუნებულა, როცა კაცები მის უკან, უკვე სულ მცირე დაშორებით იდგნენ, ქალი კი მათ უკან საკუთარ ჩაბნელებულ ფანჯარას უყურებდა.
ქვემოთ, სახელოსნო, როგორც ფიქრობდა, დაკეტილი იყო. ზემო ბინაში კი ახალი ოჯახი გადასულიყო. განათებულ ოთახში, ბავშვის საწოლი მიედგათ, რომელშიც პატარა ბიჭს ფეხზე დამდგარს თავზე თავისი ბალიში დაედო და საბანი კი მხრებზე შემოეხვია. ხტუნავდა და ხელს იქნევდა, თან სიხარულისგან ჭყაოდა. შემდეგ გაიცინა, ხელი სახეზე გადაიტარა, დასერიოზულდა, თითქოს სიცილი წამით ხელში მოიქციაო. შემდეგ კი მთელი ძალით დარაჯებს სახეში გაუქანა.
გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ
გერმანულიდან თარგმნა მარიამ შუბლაძემ