მარკ სტრენდი
December 6, 2020
ჯონ მაქსველ კუტზეე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

დიურენმატი

დიურენმატი – მინოტავრი

არსებას, რომელიც მზის ღმერთის ქალიშვილმა პასიფაემ, საკუთარი ნებით ხელოვნურ ძროხაში გამოკეტილმა, პოსეიდონისგან მიძღვნილი თეთრი ხარისგან შობა, ხანგრძლივი და არეული ძილისაგან, რომელიც მან ბოსელში, ძროხებს შორის გაატარა, სადაც, გზა რომ არ არეოდათ, ხელიხელ ჩაკიდებულებმა მინოსის მონებმა გამოკეტეს, დედალოსის მიერ საგანგებოდ მისთვის, არსების ადამიანებისაგან თუ პირიქით, ადამიანების არსებისაგან დასაცავად, აშენებულ ლაბირინთში გამოეღვიძა, საიდანაც ერთხელ შესული, გზას უკან ვერავინ იგნებდა, და მის ერთმანეთში ჩასმულ შუშის კედლებში, არა მარტო საკუთარი ანარეკლი დაინახა, არამედ ანარეკლის ანარეკლები, რომელთა გაქრობის იმედით ზურგშექცეულმა, კიდევ უფრო მეტი არსება დაინახა თვალწინ.

გერმანულიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა