ფრანც კაფკა
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 5, 2020
ყველას ჩვენება

ფრიდრიხ დიურენმატი

ფრიდრიხ დიურენმატი - დავალება, ანუ დამკვირვებლის დამკვირვებლის დაკვირვება

როდესაც ოტო ფონ ლამბერტს პოლიციამ შეატყობინა, რომ მისი ცოლი თინა ალ-ჰაკიმის ნანგრევების ქვეშ გაუპატიურებული და მკვდარი იპოვა, და რომ დამნაშავის პოვნა ვერ მოხერხდა, ფსიქიატრმა, რომელიც ტერორიზმის შესახებ წიგნით იყო სახელგანთქმული, გასცა მითითება, რომ გვამი ხმელთაშუა ზღვის გავლით, ვერტმფრენით გადმოესვენებინათ, რომელზეც კუბო ბაგირით იყო მიმაგრებული და მასთან ერთად ლივლივებდა ჯერ თვალუწვდენელ, მზით განათებული დაბლობის თავზე, შემდეგ ღრუბლების ქულა გაარღვია, ქარბუქში მოჰყვა ალპების თავზე, მოგვიანებით კოკისპირულ წვიმაში გამოიარა და საბოლოოდ, მსუბუქად დაეშვა მისთვის განკუთვნილ, მგლოვიარე ხალხით გარშემორტყმულ ღია სამარხთან, რომელიც სასწრაფოდ დაიფარა მიწით, რის შემდეგაც ფ., რომელსაც წვიმის მიუხედავად, ქოლგა დაკეცილი ჰქონდა და დაკრძალვას იღებდა, ოტო ფონ ლამბერტმა შენიშნა და გადამღებ ჯგუფთან ერთად საღამოს თავისთან მიიპატიჟა, რათა მიეცა დავალება, რომლის გადადებაც არ გამოვიდოდა.

გერმანულიდან თარგმნა მარიამ კვერნაძემ