ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ბელყეის სოლეიმანი
December 6, 2020
ყველას ჩვენება

სანახაობა

სანახაობა

და სანამ იგი, ზეწარში გახვეული, ფანჯარიდან ფანჯარასთან ინაცვლებდა, ტრამვაის ვაგონების წკარუნის და ქალაქის დახშული ხმაური სამი ქუჩის მოშორებით პოლიციის მანქანის სირენის ხმამ გაკვეთა. რადგან მისი განმარტება ბუნდოვანი იყო და მისი ხმა კი გაღიზიანებული ადამიანის ხმად ჟღერდა. მოხუცმა კაცმა ისე გაიცინა, რომ მისი სახე ღრმა ნაოჭებმა დაღარა, შემდეგ სახეზე ხელი ფრთხილი ჟესტით გადაისვა, სერიოზული გამომეტყველება მიიღო, თითქოს ღიმილი ცარიელ მუჭში ერთი წამით მოიქციაო და შემდეგ მოისროლა. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანამ უკვე კუთხიდან შემოუხვია, შეძლო ქალმა ამ სანახაობისთვის თავის დაღწევა.
ქვემოთ მდებარე სახელოსნო, როგორც ვარაუდობდა, დაკეტილი იყო. მაგრამ ზედა სართულზე მდებარე ბინაში ახალი მდგმურები უნდა ყოფილიყვნენ შესულები. ერთ-ერთი განათებული ოთახის ფანჯარასთან ბავშვის გადატიხრული საწოლი იყო მიდგმული, რომელშიც პატარა ბიჭი იდგა. მასაც თავთან ჰქონდა მიდებული ბალიში, ხოლო ლოგინის გადა-საფარებელი მხრებზე ჰქონდა შემოხვეული. ის ხტოდა, ხელს უქნებდა აქეთ მხარეს მყოფს და სიხარულისგან ჭყაოდა. მან გაიცინა, სახეზე ხელი გადაისვა, სერიოზული გამომეტყველება მიიღო, თითქოს ღიმილი ცარიელ მუჭში ერთი წამით მოიქციაო. შემდეგ კი მართლწესრიგის დამცველებს მთელი გამეტებით ესროლა სახეში.

გერმანულიდან თარგმნა გიორგი რუსიამ