ფრიდრიხ დიურენმატი
December 6, 2020
ვიქტორ ფრანკლი
December 5, 2020
ყველას ჩვენება

ბელყეის სოლეიმანი

ბელყეის სოლეიმანი - როგორც სიმონ დე ბოვუარი და ჟან პოლ სარტრი

სარტრისა და დე ბოვუარის მთელი ნააზრევიდან სიტყვები: შიში, არჩევანი, პასუხისმგებლობა და მსუყე ტერმინი: „შეუძლებელი აუცილებლობა“ დაემახსოვრებინა. პირველი გამოცდილება ერთ პროვინციელ თანაკურსელთან სამთვიანი თანაცხოვრებიდან მიეღო, რომელიც, როგორც მერე და მერე ხვდებოდა, უსახლკარობის გამო მისულიყო მასთან. ყველა კაცს, ვისაც კი გაიცნობდა, პასუხისმგებლობაზე დამყარებულ, მაგრამ თავისუფალ და ნეტარ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაზე ელაპარაკებოდა. ახლა, ყოველ ღამე, როდესაც გზის პირას დგას, ცდილობს, მის წინ გაჩერებულ მანქანებს შორის ვინმე ერთი აარჩიოს და თან თავისთვის ამბობს: „იქნებ ეს ერთი მიხვდეს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობაზე დამყარებული თავისუფალი ცოლ-ქმრული ცხოვრება“.


სპარსულიდან თარგმნა თინათინ წიკლაურმა