მაია ბადრიძე
December 6, 2020
ირმა ტაველიძე
December 6, 2020
ყველას ჩვენება

მზია ბურჯანაძე

მზია ბურჯანაძე

ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თანამედროვე სპარსული ფსიქოლოგიური ნოველის განვითარების ტენდენციები“. ავტორია არაერთი სამეცნიერო სტატიისა თანამედროვე სპარსული ლიტერატურის სფეროში; გამოსცა სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის „ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია“. 2000 წლიდან დღემდე თარგმნილი აქვს არაერთი თანამედროვე ირანელი მწერლის (ჰუშანგ გოლშირი, ფერიდუნ თონქაბონი, ფარიბა ვაფი, თაჰერე ალავი, მაჰმუდ დოულათაბადი, მაჰშიდ ამირშაჰი...) ნაწარმოებები. წიგნად გამოცემული აქვს გოლი თარაყის, ზოია ფირზადის, ბაჰრამ სადეყის, სადეყ ჰედაიათის თხზულებები.