მოსტაფა ფარზანე
May 8, 2014
შემოქმედებითი სახელოსნო
December 5, 2020
ყველას ჩვენება

ასყარ ნური

ასყარ ნური - მწერალი და მთარგმნელი

ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობის განმავლობაში რამდენიმე მწერალი და დრამატურგი გავაცანი ირანელ მკითხველს. ეს საქმიანობა მთარგმნელისთვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია. თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების თარგმნა საშუალებას იძლევა, კონკრეტული ქვეყნის დღევანდელ ლიტერატურულ ჰორიზონტებს გავეცნოთ. გავიგოთ, რა პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახალი მწერლის წარდგენით მთარგმნელი დიდი რისკის წინაშეც დგება. მით უფრო, თუ ის ჯერ არაა ცნობილი მთარგმნელი. როგორც წესი, მკითხველი არ ენდობა არცთუ პოპულარული მთარგმნელის მიერ წარდგენილ ახალ სახელს. მეორე მხრივ, არც გამომცემლები არიან მზად ასეთი თარგმანის გამოსაცემად. მაგრამ, როცა ირანში რომელიმე მწერალი სახელს გაითქვამს, ბევრი მთარგმნელი და გამომცემელი ერთბაშად დაიტაცებს ხოლმე მის ნაწარმოებებს და ზოგჯერ ერთი და იმავე რომანის სხვადასხვა თარგმანი ერთდროულადაც იბეჭდება.